Pages

Thursday, April 5, 2012

ქართული ღვინის ისტორია

საქართველოში ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს კი საკრალური დანიშნულება ჰქონდა. საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების მასალების საფუძველზე, საქართველო მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ არის აღიარებული.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. ჩვენს ერამდე 6-5-ე ათასწლეულებით დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები. დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში.
საქართველოში ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უსურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშია შეტანილი. ეს კი მეტყველებს, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.
ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, სუფრის და სადესერტო ღვინოების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები, ვანში აღმოჩენილი ქვევრებიანი სარდაფი (ძვ. წ. III-II სს.). ვარძიაში აღმოჩენილია ასამდე ქვევრი, რომელთა შორის ერთი ორმაგკედლიანია, თერმოსის მსგავსი. სავარაუდოა, რომ ამგვარ ქვევრს ღვინის თერმული დამუშავებისათვის იყენებდნენ.

ძველად, საქართველოში ყურძენს ქვის ან ხის საწნახლებში ფეხით ჭყლეტდნენ, შემდეგ მთლიანად ჭაჭაზე ან ჭაჭის ნაწილზე დაადუღებდნენ ქვევრებში, სადაც ინახავდნენ კიდეც. ღვინო გადაჰქონდათ ტიკებითა და რუმბებით.

საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62, მათ შორის, 29 საღვინე. მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური ...

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის მოხმარების კულტურა, შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.





   ქართული სამარკო ღვინოები[რედაქტირება]
სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),
სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),
მახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).

ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).
მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი),

სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი),


ოჯახში დამზადებული ღვინო

დღეს ღვინო ზუსტად ისეთივე წესით იწარმოება, როგორც ეს ხდებოდა ძველ დროს, ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს ყუნწებთან, წიპწებთან და ნარჩენებთან ერთად.
ღვინო ისხმევა ქვევრებში, ილუქება და ინახება 3-4 თვით მარანში.ასეთი წესით დამზადებული ღვინო მდიდარია ტანინითა დ ვიტამინებით და გააჩნია სამკურნალო თვისებები.


  • საქართველო - ღვინის  სამშობლო
ნაკლებად ცნობილი ფაქტია რომ სწორედ საქართველოში ჩაეყარა საფუძველი მსოფლიო მეღვინეობის ტრადიციას. საქართველო არის ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომელთა შორის არის 7000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები და მრავალი ანტიკური ჭურჭელი.
ღვინო არის საქათველოს მემკვიდრეობისა და იდენტურობის ნაწილი, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, პოეზიას, სიმღერასა და რელიგიას. ღვინო წარმოადგენს აღორძინების, სიმდიდრისა და სიუხვის სიმბოლოს.
საქართველოში ვაზის ბევრად მეტი ორიგინალური სახეობაა (500-ზე მეტი) ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რბილი კლიმატი და შავი ზღვით განპირობული ნოტიო ჰავა ქმნის საუკეთესო პირობებს ქვეყანაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.





      სიმონ რუაძე
ღვინის ტური
ღვინის ტური კახეთის რეგიონში საშუალებას გაძლევთ ეწვიოთ  კახეთში მდებარე ღვინის კომპანიებს, დააგემოვნოთ მათ მიერ შემოთავაზებული ღვინო, მოინახულოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათი მარნები, დაათვალიეროთ ვენახები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში. ეწვიეთ კახეთის ვენახებსა და მარნებს და ისიამოვნეთ გემრიელი ღვინითა და ადგილობრივი მაცხოვრებლების სტუმარმასპინძლობით.
ყოველ შემოდგომას კახეთში იმართება ღვინის ფესტივალeები, რთველის დამთავრებისთანავე სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინითა და ახლად მომზადებული კერძებით.
შესაძლებელია აგრეთვე დააგემოვნოთ ძველებური კახური ტექნოლოგიით ოჯახში დაწურული ღვინო.
ფესტივალebზე ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით იმართება ფოლკლორული კონცერტები, ეწყობა თეატრალური წარმოდგენები.
იმართება ადგილობრივი ხელნაკეთობათა გამოფენა-გაყიდვა. გლეხები ფესტივალის სტუმრებს სთავაზობენ თავიანთ დაწურულ ღვინოს, კომპანიები კი წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას.




ღვინის ექსპორტი

2010 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან 8 718 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამ 17, 6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 37 ქვეყანაში განხორციელდა. ქართული წარმოების ღვინის იმპორტიორი ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
  • უკრაინა – 7 638 ათასი აშშ. დოლარი (4 254 ტ);
  • ყაზახეთი – 2 668 ათასი აშშ. დოლარი(1 217 ტ);
  • ბელორუსი – 1 871 ათასი აშშ. დოლარი (531 940 ტ);
  • მოლდოვა – 731 ათასი აშშ. დოლარი (197 ტ);
  • ლატვია – 679 ათასი აშშ. დოლარი (347 ტ);
  • ლიტვა – 513 ათასი Aაშშ. დოლარი (262 ტ);
  • აზერბაიჯანი – 493 ათასი აშშ. დოლარი (189 ტ);
  • აშშ – 361 ათასი აშშ. დოლარი (143 ტ);
  • გერმანია – 309 ათასი აშშ. დოლარი (139 ტ);
  • სომხეთი – 141 ათასი აშშ. დოლარი (46 ტ).
2010 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ექსპორტი იმპორტს 98.6 %-ით (17 346 ათასი აშშ. დოლარით) აღემატება. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ღვინის იმპორტი რვა ქვეყნიდან განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამ 251 ათასი აშშ. დოლარი, ხოლო მოცულობამ - 62 ტონა შეადგინა.
2009 წლის მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი იქნა 34 205 ათასი აშშ. დოლარის ღირებულების ღვინო (16 238ტ), ხოლო იმპორტირებული ღვინის ღირებულებამ 387 ათასი აშშ.დოლარი, ხოლო მოცულობამ - 142 ტონა შეადგინა.


ღვინის გემოს მარეგულირებლები
კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯისის ყურძნისგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.


თავის მხრივ წყნარი ღვინოც შეიძლება იყოს შემდეგნაირი: მშრალი ღვინოსპირტის დაუმატებლად მიღებული სუფრის ღვინო, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღბულ 9,0-14,0% (მოცულობითი) სპირტსა და შაქარს არა უმეტეს 0,3%-ისა. მისი საწარმოო დაძველების ხანგრძლივობაა 1,5 წ. კახური ტიპის ღვინისთვის - 1 წ.
მოტკბო მშრალი ღვინო, რომელიც შეიცავს 9,0 %-12,0% (მოცულობითი) სპირტს და 3,0-8,0% დაუღუდებელ შაქარს.
შემაგრებული ღვინის დამზადების დროს ნებადართულია რექტიფიცირებული სპირტის გამოყენება. A შემაგრებული მაგარი ღვინო 17,0-20,0% (მოცულობითი) სპირტის, აქედან 3% მიღებულია ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილით. დასაშვებია შეიცავდეს 1,0-14,0% შაქარს. საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ.
B შემაგრებული სადესერტო ღვინო შეიცავს 12,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, აქედან არანაკლები 1,2%-ისა ალკოჰოლური დუღილითაა მიღებული, საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ. შაქრის შემცველობის მიხედვით არის მოტკბო, ტკბილი და არომატული. მოტკბო შეიცავს 14,0-16,0 % (მოცულობითი) სპირტს, 5,0-12,0% შაქარს; ტკბილი - 15,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, 21,0-35 % შაქარს; არომატული - 16,0-18,0% (მოცულობითი) სპირტს, 6,0-16,0% შაქარს.
ნახშირორჟანგის შემცველ ღვინოებს ეკუთვნის ჰერმეტულ ჭურჭელში წნევის ქვეშ დუღილის შდეგად ნახშირორჟანგის ბუნებრივად გაჯერებული ღვინო. აგრეთვეშუშხუნა ან აირიანი, სატურაციით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო.